პროფესიები




პროფეისიის არჩევანის დროს ყურადღებად იყავით! აირჩიეთ ისეთი პროფესია, რომელსაც თვენთვის საინტერესო იყოს და დიდ სიამოვნებით იმუშავოთ




ქვემოთ დაწერილია 2012-2016 წლებში მოთხოვნადი პროფესიები
  • გაყიდვების სფეროს მუშაკები - 24.48%
  • ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები - 14.36%
  • ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები - 7.93%
  • ადმინისტრაციული და კომერციული მენეჯერები - 6.52%
  • ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები - 4.86%
  • წარმოებისა და სპეციალური მომსახურებების მენეჯერები - 4.79%
  • ინდივიდუალური მომსახურების მუშაკები - 4.32%
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროს მუშაკები - 4.19%
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები - 3.98%
  • იცოდით, რომ....
  • ყველაზე  შემოსავლიანი დარგი არის ექიმობდა და ქირურგობა


  ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ხუ­თე­უ­ლი ასე­თია:
1. ბიზ­ნე­სი
2. სა­მარ­თა­ლი
3. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი
4. სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი
5. ტუ­რიზ­მი
ქვემოთ ჩაწერილია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჯრო ფაკულტეტი
  • ბიზნესი სკოლა
  • სამართლის სკოლა
      რა გინდა, რომ გამოხვიდე? – ეს ერთ-ერთია იმ კითხვებს შორის, რომელზე პასუხსაც ახლობლები ფეხისადგმიდან სკოლის დამთავრებამდე, ხან ხუმრობით, ხან კი სრული სერიოზულობით გვთხოვენ.
ერთი შეხედვით, ყველა ადამიანს საკმარისი დრო აქვს, სასურველი პროფესიის ასარჩევად, თუმცა როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ დროის სიჭარბე არჩევანის გააზრებულობას და თავისუფლებას არ განაპირობებს.
გიორგი მეტონიძე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ადამიანი ბუნებით ისწრაფვის რაიმეს შემეცნებისკენ. სწორედ ამ შემეცნების გზაზე აღმოაჩენს ინდივიდი, რომის სფერო, რომელიც ყველაზე მიმზიდველია მისთვის და შესაბამისად, უფრო მარტივად შემეცნებადიც, შეიძლება გახდეს მისი პროფესია.
თუმცა ეს ერთგვარი თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში ხშირად სხვა ფორმით ვლინდება. ჩემი აზრით, არსებობს ახალგაზრდების სამი ჯგუფი: პირველი, რომლებიც თავად იღებენგადაწყვეტილებას და დამოუკიდებლად ირჩევენ მომავალ პროფესიას; მეორე, რომლებიც ვინმეს/რაიმეს გავლენის ქვეშ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და მესამე, ვინაიდან და რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მატერიალური პირობებია საჭირო სწავლისთვის, ზოგჯერ ვერ ახერხებს ინდივიდი აირჩიოს მისთვის სასურველი პროფესია.“
მასწავლებლობა
როგორები არიან კარგი მასწავლებლები
1. არიან თავდაჯერებულნი
2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით
3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია
4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები
5. ერკვევიან ტექნიკაში
6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს
7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე
8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია
პროფესია ექიმობა


ექიმობა არის უდიდესი სულიერი განცდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“ – ბადრი ჯალაღონია


ექიმობა მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. უკვე 35 წელზე მეტია ამ სფეროშია და დღემდე ერთნაირი ენთუზიაზმით ეკიდება ყოველ პაციენტს. როგორც ამბობს, ყოველთვის აინტერესებდა ადამიანი, ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები, ჯამრთელობისა და ავადმყოფობის მიზეზები. პირველად მე-8 კლასში მიხვდა, რომ სურდა, ეს ურთულესი გზა აერჩია – ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო. ხშირად სრულიად უანგაროდ მკურნალობს, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. უფრო ვრცლად ბადრი ჯალაღონიას შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ

-პატარაობიდანვე მაინტერესებდა მეცნიერება და მედიცინა. სოხუმში სკოლის დამთავრების შემდეგ, ეკატერინბურგის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ინსტიტუტის შემდეგ ქირურგ-ონკოლოგად ვმუშაობდი. მომდევნო პერიოდში დავიწყე სამეცნიერო მოღვაწეობა – მეცნიერმუშაკად ვმუშაობდი ქალაქ სოხუმის ექსპერიმენტარული თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტარული ონკოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის განხრით ვიკვლევდი სიმსივნურ წარმონაქმნებს ექსპერიმენტალურ ცხოველებზე (მაიმუნებზე, ლაბორატორიულ ვითაგვებზე, თაგვებსა და ბოცვერებზე). აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის ინსტიტუტი იმ დროისათვის მსოფლიოში სულ ორი იყო – ერთუ ამერიკაში და მეორე საქართველოში – კერძოდ, სოხუმში.

-მიყვარს ადამიანი, ადამიანურობა. გულთან ახლოს მიმაქვს ტკივილი, განცდები და მინდა, რომ ეს ტკივილები, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევუმსუბუქო.



ექიმობა არის უდიდესი სულიერი განცდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მარტივი არ არის, ზიდო ეს ტვირთი და თუ ადამიანი გრძნობს, რომ ამ ,,მსხვერპლს“ ვერ გასწევს, ჯობია, ეს გზა არ აირჩიოს.



დიზაინერი
დიზაინი, ეს არის სახვითი ხელოვნების ნაირსახეობა. მოიაზრება როგორც პროცესი ან თავად საბოლოო პროდუქტი, და ნიშნავს რაიმე ობიექტის (მანქანის, შენობის, პროდუქტის და ა.შ.) მონახაზის, მოდელის ან თვით ობიექტის შექმნის, დამუშავების გეგმას (ან ამ გეგმაზე მუშაობის პროცესს). დიზაინი, როგორც წესი, მოითხოვს ობიექტის ესთეტიურ, ფუნქციონალურ და სხვა ასპექტთა გათვალისწინებას, რაც საკმაოდ შრომატევად კვლევას, ფიქრს, მოდელირებას, იტერაციულ დამუშავებასა და რედიზაინს საჭიროებს.
დიზაინი აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც რეაქცია ადამიანის საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ ფორმირებაზე.
ყველაზე პოპულარული განხრა გრაფიკული დიზაინი, ეს არის დისციპლინა, რომელიც წყვეტს, თუ როგორ ამოირჩიოს და გამოიყენოს გრაფიკული ელემენტები (ნახატი, ტიპოგრაფიული ნიშნები, სურათების ფერები და ა.შ.,) რათა გამოიმუშაოს ურთიერთობის საგანი და/ან კულტურა. თითოეული ელემენტი სიმბოლურია და აღნიშნულია პროექტის კონცეფციაში.

ჩარევის სფეროების შესაბამისად (ილუსტრაცია, განცხადება, ურთიერთობა საწარმო, პრესა, გამოცემა, ქსელი, გამომცემლობა, ვიზუალური იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ) არსებობს გრაფიკული არხის ნაწილი ტიპოგრაფიაში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში.

როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად?

"თუ იცი, რომ კონკრეტულ სფეროში შენი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, ასევე, იქნება შენთვის სასიამოვნო სამუშაო რეჟიმი, მაშინ სწორედ ის მიმართულება უნდა აირჩიო".
მენეჯერი

მენეჯერის ფუნქციები
ფუნქციური მიდგომისას მენეჯერის საქმიანობა იმ სიბრტყეში განიხილება, რომლის განზომილებები მენეჯერის სხვადასხვა ფუნქციაა. ისტორიულად, მენეჯერის პროფესიის პირველი აღწერა სწორედ ასეთ ხასიათს ატარებდა და ის ანრი ფაიოლს ეკუთვნოდა. 1916 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მან მართვის 5 ფუნქცია გამოყო: დაგეგმვაორგანიზებაკოორდინირებახელმძღვანელობა დაკონტროლი.
მას შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან, ძირითადად, ფუნქციების რაოდენობით და კრებულის შემადგენლობით განსხვავდება. მაგალითად, ზოგჯერ, კოორდინირების ან ხელმძღვანელობის ფუნქციის მაგივრად, „კადრების შერჩევის“ ფუნქცია განიხილება. ალბათ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფუნქციების გამოყოფა მენეჯერის საქმიანობის „გარედან“ დანახული ანალიზის საფუძველზე ხდება.
პიტერ დრუკერი1955 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მენეჯმენტის სამ ფუნქციას გამოყოფს: ბიზნესის მართვამენეჯერების მართვა და შემსრულებლების მართვა, რისთვისაც მენეჯერი წარმატებით უნდა ფლობდეს 5 საბაზისო „ოპერაციას“: მიზნების დასახვასამუშაოს ორგანიზებათანამშრომელთა მოტივაციამაჩვენებლების გაზომვა და ხელქვეითების განვითარებისხელშეწყობა.
ხშირად გვიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა პროფესიას უნდა დავეუფლოთ, რომ დასაქმების ფართო ასპარეზი გვქონდეს? ყველას მარტივი და პოპულარული პროფესიები გვახსენდება, როგორიცაა: იურისპუდენცია, სამედიცინო სფერო, ბიზნესი, ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ. რა ხდება სინამდვილეში? ვსწავლობთ ზემოთ ნახსენებ პროფესიებზე და ვეძებთ სამუშაოებს, რომლებიც, ქართულ რეალობაში, არცთუ ისე ადვილი საპოვნელია.
მოდი, გავაფართოვოთ არეალი და სხვა პროფესიებსაც გადავხედოთ. ამოცანა, რომელიც გადასაჭრელია, ეს დასაქმების პრობლემაა. მეც სწორედ ამ კუთხით დავიწყე ფიქრი და საჭირო პროფესიასაც მივაგენი.
გსმენით რაიმე ლოჯისტიკის შესახებ? ალბათ, სახელი ნაცნობია, მაგრამ შინაარსი – იმდენად არა. მაგალითად, ქართულ ფორუმებზე, ლოჯისტიკის შესახებ ასეთ ინფორმაციასაც წააყწდებით. ლოჯისტიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც ლოჯიებს შეისწავლის. რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არაა.
ალბათ გაინტერესებთ, სინამდვილეში, რა ევალება ლოჯისტიკის სპეციალისტს?  შესყიდვები, დისტრიბუცია, საწყობის/მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასება, ხარჯების მინიმიზაცია და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ, წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე, საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში. ასე რომ, ამ რთულმა ტერმინებმა არ შეგაშინოთ. თქვენ დასაქმების რეალური შანსი გეძლევათ!

თუმცა, ამ პროფესიით სამუშაოს შოვნა რომ შეძლოთ, ლოჯისტიკის სფეროში პროფესიონალი  კადრი უნდა გახდეთ. ამისთვის კი მისი შესწავლა დაგჭირდებათ. არ შეგეშინდეთ, სულაც არაა საჭირო 4-წლიანი ბაკალავრის ხარისხი, 12 ლექციაც კი საკმარისია.



No comments:

Post a Comment